ბინადრობის ახალი მოწმობა 2011 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოში ბინადრობის ახალი მოწმობა გაიცემა. ბინადრობის მოწმობა პირის მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია. ბინადრობის ახალი მოწმობა მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. მასზე მოთავსებულია ელექტრონული მატარებელი, რომელზეც მისამართის გარდა, დატანილია იგივე პერსონალური ინფორმაცია, რაც ბინადრობის ძველ მოწმობაზე.