ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობებს წარმოშობს. ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ქორწინების სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში და იუსტიციის სახლში. საზეიმო ვითარებაში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია ჩატარდეს: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, სიღნაღის, ახალციხის, მცხეთის, ზუგდიდის, ყვარელსა და ფოთში; დასაქორწინებელ პირთა სურვილის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს შენობის გარეთ, ნებისმიერ დროს და ადგილას.