საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2011 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოში პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობა გაიცემა.
პირადობის ელექტრონული მოწმობა პირის მოქალაქეობის და ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტი.
პირადობის ელექტრონული მოწმობა მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისაგან დაცული დოკუმენტია. მასზე მოთავსებულია ელექტრონული მატარებელი, რომელიც შეიცავს მოწმობაზე ვიზუალურად დატანილი მონაცემების ელექტრონულ ასლს. მოწმობის ელექტრონული მატარებელი ასევე აღჭურვილია ონლაინ ავთენტიფიკაციისა და ციფრული ხელმოწერის საშუალებებით, რომელთა გამოყენებაც მოწმობის მფლობელს სურვილისამებრ შეუძლია.
პირადობის ელექტრონული მოწმობა შესრულებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და მისი გამოყენება შესაძლებელია არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ სამგზავრო დოკუმენტის ფუნქციებით ქვეყნის გარეთაც. ამჟამად პირადობის ელექტრონული მოწმობის მფლობელებს შეუძლიათ გაემგზავრონ თურქეთის რესპუბლიკაში.