moqalaqeoba

საქართველოს მოქალაქეობა

მოქალაქეობა გულისხმობს სამართლებრივ კავშირს პიროვნებასა და  სახელმწიფოს შორის;

ეს კავშირი მოქალაქეს  სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ უფლებებს ანიჭებს (პიროვნული თავისუფლების, ღირსეული ცხოვრების, განათლების, არჩევნებში მონაწილეობის, მინიმალური შემოსავლის მიღების თანაბარი უფლება), თუმცა ამავდროულად გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს (ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა და ა.შ.).

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია:

  1. დაბადებით;
  2. ნატურალიზაციით.

საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოპოვებს:

  1. პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
  2. საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ  მიიჩნევს;
  3. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
  4. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

რა შემთხვევაში მჭირდება საქართველოსთან  სამართლებრივი კავშირის დადგენა

თუ თქვენ მიერ წარმოდგენილი (მაგალითად, პირადობის მოწმობის პირველადი აღებისას) და იუსტიციის სამინისტროს  მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ვერ დგინდება  თქვენი საქართველოს მოქალაქეობა, მაშინ საჭირო ხდება მისი დადგენა.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე იმისთვის, რომ დამიდგინდეს საქართველოსთან სამართლებრივი  კავშირი?

საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან მოიპოვებენ მიიჩნევიან:

ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომლებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოში და რომლებსაც არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;

გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ

დატოვეს საქართველოს ტერიტორია და, ამდენად, ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, თუ მათ არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

ვის მივმართო  საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად?

საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დასადგენად  მიმართეთ იუსტიციის სახლს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორილ სამსახურებს.

საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში – საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან  საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

“ა” პუნქტით საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენისათვის :

  1. საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);
  2. 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

“ბ” პუნქტით საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენისათვის:

  1. დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
  2. 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

” პუნქტით საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენისათვის:

  1. საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;
  2. 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები.

შენიშვნა:
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიურ ცნობებს არ გასცემენ. თუმცა თქვენს მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას)

აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.   არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

მომსახურების ვადა და საფასური

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
მე-15 დღეს უფასო
მე-5  დღეს 30 ლარი
მე-3  დღეს 50 ლარი
იმავე დღეს 75 ლარი

შემიძლია თუ არა საქართველოსთან სამართლებრივი კავშირის დადგენის  დაკმაყოფილებაზე  უარის მიღების შემთხვევაში, განაცხადი შევიტანო საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე?

განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის მიღების შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ საქართველოს მოქალაქეობის    ნატურალიზაციით მოპოვებაზე.

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის?
თქვენ უნდა იყოთ სრულწლოვანი, კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობდეთ საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10  წლის განმავლობაში; დადგენილ ფარგლებში ფლობდეთ სახელმწიფო ენას, იცოდეთ საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლები.  საქართველოში გქონდეთ  სამუშაო ადგილი,  ან/და  უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდეთ სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობდეთ წილს ან აქციებს.
მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან  სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის  ძირითად საფუძვლებში.

როგორ შეიძლება მომენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით?

მოქალაქეობის  ჩვეულებრივი წესით  მინიჭების საკითხის განსახილველად მიმართეთ იუსტიციის სახლს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.
საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

  1. დაბადების მოწმობის ასლი (თუ დაბადებული ხართ საზღვარგარეთ და გაქვთ აღნიშნული დოკუმენტი);
  2. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა);
  3. საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

არასრულწლოვანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით არ მოუპოვებია, საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ ლტოლვილის სტატუსის მქონე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს, რომელიც 5 წელია ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება ჩვეულებრივი წესით.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. არასრულწლოვნის ლტოლვილის სტატუსის ან საქართველოში სტატუსის მქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  4. დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

არასრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოს მოქალაქემ შვილად აიყვანა.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. მშვილებლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. დაინტერესებული პირის შვილად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  3. დაბადების მოწმობის ასლი, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
80-ე დღეს 50
მე-60 დღეს 100
მე-40 დღეს 200
მე-20 დღეს 300

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებისთვის?

საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ:

ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან  სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის  ძირითად საფუძვლებში.

როგორ შეიძლება მომენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით?

მოქალაქეობის  გამარტივებული წესით  მინიჭების საკითხის განსახილველად მიმართეთ იუსტიციის სახლს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

  1. დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
  2. საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;
  3. მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 5  წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა).
  5. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოქალაქეობის შესახებ).

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად ან  მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით .

მომსახურების  ვადა და საფასური:

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
80-ე დღეს 50
მე-60 დღეს 100
მე-40 დღეს 200
მე-20 დღეს 300

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

რა შემთხვევაში შევძლებ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებას?

საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება  მოგენიჭოთ აღდგენის წსით, იმ შემთხვევაში, თუ ის შეგიწყდათ:

  1. მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად;
  2. არამართლზომიერად;
  3. მშობელთა არჩევანის შედეგად.

მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან  სახელმწიფო ენაში. (ტესტირება ჩასაბარებელი არ არის  არამართლზომიერად მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე  საქართველოს  მოქალაქეობის  აღდგენის წესით მინიჭების დროს.)

ვის მივმართო  საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭებაზე  აღდგენის წესით?

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

  1. იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;
  2. საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. მშობლების არჩევნის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  5. თუ აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით დაინტერესებული პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, დამატებით სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს მისი მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  6. აღდგენის წესით მინიჭების საფუძვლის შესაბამისი დოკუმენტები.

მშობლის/მშობლების არჩევნის შედეგად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლით საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით პირს შეიძლება მიენიჭოს მის მიერ სრულწლოვანების მიღწევისას.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირი .

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

მომსახურების ვადა და საფასური

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
30-ე დღეს 100 ლარი
20-ე დღეს 150 ლარი

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს საგამონაკლისო წესით მინიჭება

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის  შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის:

ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას ან მან საქართველოში განახორციელა ისეთი ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა;

გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირმა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისათვის დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

ცოდნის დონის შემოწმება არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნას.

ვის მივმართო  საქართველოს  მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე  ?

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ  online მომსახურებით,  ვებ გვერდის მეშვეობით www.sda.gov.ge

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

  1. დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის  წერილობითი თანხმობა;
  2. პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  3. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
  4. კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

  14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

მომსახურების  ვადა და საფასური:

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
80-ე დღეს 250
მე-60 დღეს 350
30 დღეში 500

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება

  • საქართველოს ტერიტორიაზე 1993 წლის 31 მარტამდე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა სპეციალური წესით თუ: დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან  სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის  ძირითად საფუძვლებში.

ვის მივმართო  საქართველოს  მოქალაქეობის სპეციალური  წესით მინიჭებაზე  ?

საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

  1. დაბადების მოწმობის ასლს, თუ ასეთი არ მოიპოვება სააგენტოს ერთიან რეესტრში;
  2. ვინაობის/პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (პირადობის/ ბინადრობის მოწმობა, პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან/და იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი).

მოქალაქეობის მიღების საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, ასევე მინდობილობის მქონე პირის   მეშვეობით.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მომსახურების  ვადა და საფასური

მომსახურების ვადა მომსახურების ტარიფი
80-ე დღეს 50
მე-60 დღეს 100
მე-40 დღეს 200
მე-20 დღეს 300

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

 თქვენ დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

  • მოიპოვებთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას, გარდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
  • დადასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვეთ ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით
  • საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შეხვალთ  სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში ან უშიშროების სამსახურში.
    საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) ასლი, ამ დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციისა და უშიშროების სამსახურებში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი).

მომსახურების ვადა და ღირებულება

მომსახურების ვადა ღირებულება
მე-80 დღეს  უფასო
მე-60  დღეს 100 ლარი
30–ე  დღეს 150 ლარი
მე–10 დღეს 200 ლარი

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა

საქართველოს  მოქალაქეს აქვს  საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება.

თქვენ შეიძლება უარი მიიღოთ  მოქალაქეობიდან გასვლაზე  სახელმწიფოს წინაშე  მოვალეობების შეუსრულებლობის ან სამხედრო ვალდებულებების მოუხდელობის შემთხვევაში. სამხედრო ვალდებულება ეხება მამაკაცებს 18-დან 27 წლის ჩატვლით. ეს წესი თქვენზე არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ 27 წლის ჩათვლით კანონით გადავადებული ან საერთოდ მოხსნილი გაქვთ სამხედრო ვალდებულება. მოქალაქეობიდან გასვლაზე ასევე უარს მიიღებთ, თუ  ბრალდებულის სახით, მიცემული ხართ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან თქვენს მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.

საქართველოს მოქალაქის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ დოკუმენტის მიღებისთანავე, რომელიც ადასტურებს პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას;

ბ) მისი ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ პირს წარდგენილი აქვს სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება ამ ქვეყნის მოქალაქეობა.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;

აგრეთვე დამატებით:

დ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;

ე) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;

გ) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

მომსახურების  ვადა და საფასური:

30 დღე 100 ლარი

20 დღე 200 ლარი

10 დღე 300 ლარი

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ

სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში,  საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საკონსულო დაწესებულებას ან  მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის  განსახილველად საჭირო წერილობითი განცხადება და  შესაბამისი დოკუმენტაცია პირდაპირ გაუგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტს. მოქალაქეობიდან გასვლაზე განცხადების ჩაბარება შესაძლებელია ონლაინ სამსახურის მეშვეობითაც.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  1. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი
  2. 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისათვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;
  3. ფოტოსურათი, ზომით 3 X 4
  4. გვარის ან/და სახელის გამოცვლის შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს – გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  5. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, – პირის დაბადების მოწმობის ასლი

შენიშვნა:

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს 14-დან 18 წლამდე პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე გამოხატული წერილობითი თანხმობა.

18 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.

მომსახურების ვადა და ღირებულება

მომსახურების ვადა ღირებულება
30–ე დღეს 100 ლარი
მე-20  დღეს 200 ლარი
მე-10  დღეს 300 ლარი

მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის განხილვისათვის კანონით განსაზღვრულია 3 თვიანი  ვადა.

მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა

სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა და არც ერთი სახელმწიფო,საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ.

პროცედურა

სტატუსის დადგენის მიზნით შესაბამისი განცხადებით შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალს ან იუსტიციის სახლს.

სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად.

განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე

განცხადების წარდგენისას სტატუსის მაძიებელს განემარტება ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებლის უფლებებისა და მოვალეობების, აგრეთვე სტატუსის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგების შესახებ.

სტატუსის მაძიებლის ვინაობის დადგენის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია სტატუსის მაძიებელი მიიწვიოს გასაუბრებაზე.

განმცხადებელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. განმცხადებელი უფლებამოსილია განცხადების წარდგენისას მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა: ელექტრონული ფოსტა ან შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების ოფიციალური გაცნობა (გადაცემა ან საქართველოს ტერიტორიაზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნა).

შენიშვნა:

მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. მოქალაქეობის

არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან

გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში,

საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში

მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით.

წარმოსადგენი  დოკუმენტები

  1. განცხადება
  2. 2 ფოტოსურათი 3X4
  3. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სამგზავრო დოკუმენტი(ან სხვა ნებისმიერი საბუთი, რომლითაც შესაძლოა დადასტურდეს სტატუსის მაძიებლის მოქალაქეობის არქონის ფაქტი)

შენიშვნა: წარსადგენი დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, განცხადებაში უნდა მიეთითოს დოკუმენტის არქონის მიზეზი.

უფლებამოსილი პირის მიერ განაცხადის გაკეთებისას წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • განცხადებაში უნდა აღინიშნოს სტატუსის მაძიებლის შემდეგი ძირითადი მონაცემები:
  1. საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, ხოლო შეცვლის შემთხვევაში – ასევე შეცვლამდე არსებული სახელი და გვარი, წინა მოქალაქეობა, სქესი, დაბადების ადგილი და თარიღი, დედის ქორწინებამდელი და ქორწინების შემდგომი გვარი);
  2. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის რეკვიზიტები (დოკუმენტის სახე და ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის ადგილი და თარიღი, გამცემი ორგანო);
  3. ოჯახური მდგომარეობა, ქორწინების თარიღი, შვილების მოქალაქეობა და დაბადების ადგილი, მეუღლის (ყოფილი მეუღლის) სახელი, გვარი და მოქალაქეობა;
  4. ბინადრობის ქვეყნები და ამ ქვეყნებში ბინადრობის პერიოდი;
  5. განათლება;
  6. სამუშაო ადგილი;
  7. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

შენიშვნა: საქართველოში საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

მომსახურების ვადა და ღირებულება

მომსახურების ვადა ღირებულება
6 თვის ვადაში 50 ლარი

შენიშვნა:

სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების. წარდგენიდან 6 თვის ვადაში. სააგენტო უფლებამოსილია, სტატუსის დადგენის შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დოკუმენტის/ინფორმაციის.

      უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში;

ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) 2 ფოტოსურათი;

ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

გ) სამოტივაციო წერილი;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მომსახურების ვადა ღირებულება
მე–80 დღეს 50 ლარი
70 დღის ვადაში 100 ლარი

 საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განცხადებას დაერთოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობა ან დაბადების მოწმობის შემცვლელი დოკუმენტი, იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დახასიათება-შუამდგომლობა, რომლის წევრიც არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი, ასევე დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება

რა შემთხვევაში შევძლებ  ვისარგებლო საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით?

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით.

პირს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით.

მოქალაქეობის  საკითხთა კომისია  აფასებს ცოდნის დონის  შესაბამისობას დადგენილ ფარგლებთან  სახელმწიფო ენაში.

ცოდნის დონის შემოწმება არ ვრცელდება იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნას.

ვის მივმართო  საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭებაზე აღდგენის წესით?

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

აგრეთვე დამატებით:

დ)  იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

ე)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაბადების მოწმობა;

ბ)  იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ არასრულწლოვანი კანონის შესაბამისად ფლობდა საქართველოს მოქალაქეობას;

გ) არასრულწლოვანის მშობლისთვის  ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ)  მშობლის თანხმობა;

ზ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – ასევე მისი თანხმობა.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

რა შემთხვევაში შევძლებ  ვისარგებლო საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით?

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

ვის მივმართო  საქართველოს  მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით?

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის შემთხვევაში, შესაძლებელია  მიმართოთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებას.

საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ  შემდეგი დოკუმენტები:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

აგრეთვე დამატებით საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის მიღების საკითხის განსახილველად განმცხადებელმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად წარმოების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად უფლებამოსილ ორგანოში უნდა იქნეს წარდგენილი:

ა) არასრულწლოვანი პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დაბადების მოწმობა;

გ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის თანხმობა;

დ) მშობლის თანხმობა.

არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2018 წლის 15 აგვისტოდან 1 წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის  განსახილველად  წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადება;

ბ) ფოტოსურათი – ზომით 3X4;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად  წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ)  სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ)  მშობლის თანხმობა;

დ) 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი თანხმობა.

არასრულწლოვნის ან მხარდაჭერის მიმღები პირის მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს არასრულწლოვნისა და მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობა. არასრულწლოვანს წერილობითი თანხმობის წარდგენა არ მოეთხოვება, თუ იგი, ამასთანავე, მხარდაჭერის მიმღები პირია.

განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა  ენაზე  შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით  დამოწმებულ ქართულენოვან  თარგმანთან ერთად.

მოქალაქეობის აღდგენის  საკითხზე წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ   პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების  მეშვეობით.

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭება