სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს:
- პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტი
- პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვლების ფაქტი
- პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტი
- პირის გარდაცალების რეგისტრაციის ფაქტი
განცხადების შეტანა შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან ნებისმიერ იუსტიციის სახლში.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამისილია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად განცხადების განხილვის ვადა გააგრძლოძელოს 1 თვით.
იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა ხდება უფასოდ.