საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის ბინადრობისა და ვიზის მოპოვების პირობები გამარტივდა
2014 წლის ნოემბერში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის, გარდამავალ ეტაპზე, ბინადრობის ნებართვისა და საიმიგრაციო ვიზის მოპოვებისთვის შეღავათიანი პირობები დაწესდა. ამასთან ერთად განისაზღვრა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისათვის საქართველოში გრძელვადიანი ყოფნის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მონაწილეთათვის ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტით გავლის გამარტივებული პროცედურები. საკანონმდებლო ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკვე მოაწერა ხელი და იგი გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (იხ. კანონის ტექსტის ბმული: https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2278806&lang=ge).
ზემოაღნიშნული რეგულაციების ამოქმედების შედეგად უცხოელებისთვის დგინდება შემდეგი სახის შეღავათები:
2014 წლის 27 ნოემბრამდე ფლობდით საქართველოში ბინადრობის ნებართვას
ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლებს
აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე
საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტიდან და 27 ნოემბრისათვის იმყოფებოდით საქართველოს ტერიტორიაზე
ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და იუსტიციის სახლებს
აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე
იმყოფებით საქართველოში და ქვეყანაში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 45 დღე
საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს
აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრიდან
საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტამდე, საქართველოში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადა უკვე ამოიწურა, ამასთან, არასდროს მიგიღიათ უარი საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე
ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა მიიღოთ საიმიგრაციო ვიზა
საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს
აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე
საქართველოში ბოლოს შემოხვედით 2014 წლის 17 მარტამდე და ქვეყანაში თქვენი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია მინიმუმ 30 დღე
ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენამდე აუცილებლად უნდა მიიღოთ საიმიგრაციო ვიზა
საიმიგრაციო ვიზის მისაღებად მიმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი:
აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 25 დეკემბრამდე
თუ ხართ თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელი და გსურთ საქართველოში 30 დღეზე მეტი ხნით დარჩენა
უნდა მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან იუსტიციის სახლებს სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით, რომელიც გაიცემა ხანგრძლივი ვადით
აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისას სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზის გაცემისას პირს არ მოეთხოვება მესამე ქვეყანაში შესვლის გარანტიები
ტრანზიტული ვიზა ნაცვლად 5 დღისა გაიცემა 10 დღიანი მოქმედების ვადით. ტრანზიტული ვიზის მიღება შესაძლებელია როგორც საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობაში, ისე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე
აღნიშნული რეგულაცია ძალაშია 2014 წლის 27 ნოემბრიდან
ყურადღება !!!