ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტები გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან იუსტიციის სახლში ( განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის საფუძველზე)
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტები გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან იუსტიციის სახლში ( განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის საფუძველზე)
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს 14 წლის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა, ან არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელმა).
მე–9 კლასის, მე–12 კლასის ატესტატის მიღების მსურველმა მოქალაქემ განაცხადის გაკეთებისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
2. მოსწავლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ესეთი გარემოება არსებობს)
3. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განაცხადს აკეთებს კანონიერი წარმომადგენელი)
თუ მოსწავლემ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ მიმართა სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, ან იუსტიციის სახლს, მომდევნო წლის 1 იანვრიდან მისი დოკუმენტი ჩაითვლება „დუბლიკატად“.
„დუბლიკატად“ ასევე ითვლება ის დოკუმენტი, რომელიც მოსწავლეს უკვე აღებული აქვს და მის მიღებას ითხოვს განმეორებით.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მიღებაზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს 14 წლის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოსწავლემ, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა, ან არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელმა).
ა) თუ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ინახება ინფორმაცია მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ, საკმარისია დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
2. მოსწავლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ ესეთი გარემოება არსებობს)
3. წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განაცხადს აკეთებს კანონიერი წარმომადგენელი)
ბ) თუ ზემოაღნიშნულ ბაზაში არ ინახება ელექტრონული ინფორმაცია პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ (ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირს სკოლა ან მე–9 კლასი დამთავრებული აქვს 3 ან მეტი წლის უკან) დაინტერესებულ პირს შეუძლია წარმოადგინოს ერთ–ერთი შემდეგი დოკუმენტი:
გ) თუ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება ინფორმაცია მოთხოვნილი დოკუმენტის შესახებ და განმცხადებელი არ წარადგენს ერთ–ერთ ზემოაღნიშნულ დოკუმენტს, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს ფილიალი ან იუსტიციის სახლი გასცემს ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ერთი თვის ვადაში.
ასეთ შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურება დაინტერესებულ პირს ვერ გაეწევა.
ვადა | ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(20 ივნისამდე) | ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი(20 ივნისის შემდეგ) | ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი |
მე-10 სამუშაო დღეს | უფასო | უფასო | 25 ლარი |
მე-5 სამუშაო დღეს | 35 ლარი | 20 ლარი | 40 ლარი |
მე-3 სამუშაო დღეს | 50 ლარი | 30 ლარი | 60 ლარი |
მე-2 სამუშაო დღე | 65 ლარი | 40 ლარი | 70 ლარი
|
1 სამუშაო დღეში | 70 ლარი | 50 ლარი | |
განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში | 30 ლარი |
შენიშვნა: საფასური, რომელიც დაწესებულია „პირველადი“ ატესტატის სასწავლო წლის დასრულებიდან იმავე წლის 20 ივნისამდე გაცემისათვის განსხვავდება 20 ივნისიდან წლის ბოლომდე დოკუმენტის გაცემაზე განსაზღვრული საფასურისაგან.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის დაჩქარებული წესით(იგულისხმება 2,3,5 სამუშო დღე) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცული იქნება საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.