საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება: საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის

სტატუსი: დასრულებული

ხანგრძლივობა:   ფაზა I (2014-2015) ფაზა II (2016 –2017)

დონორი/დამფინანსებელი: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) Beyond Access პროგრამა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

ბიუჯეტი: ფაზა I – 149,640 აშშ დოლარი, ფაზა II – 652,054 აშშ დოლარი

პარტნიორი/პროექტში მონაწილე მხარეები: სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანი:

ბიბლიოთეკის ახლებური კონცეფციის შემუშავება, რომელიც ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უფასო წვდომას საჯარო და კერძო სექტორის სერვისებსა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ინიციატივების გამოვლენას და განვითარებას.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • საპილოტე ბიბლიოთეკებში ფიზიკური სივრცის მოდერნიზაცია და ვიზიტორთათვის კომფორტული გარემოს შექმნა
  • ბიბლიოთეკების აღჭურვა ინტერნეტითა და კომპიუტერებით
  • ბიბლიოთეკარებისთვის და ბიბლიოთეკის მომხმარებლებისთვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის უნარ-ჩვევების გადაცემის მექანიზმების განვითარება
  • ბიბლიოთეკების რესურსების განახლება, რაც გააუმჯობესებს ინფორმაციის მოძიების პროცესს
  • პროექტში ჩართული ბიბლითეკების მონიტორინგი, მათი შეფასება და სტატისტიკის წარმოება

მიღწეული შედეგები

პროექტის ორივე ფაზის ფარგლებში, 6 ბიბლიოთეკაში დაინერგა საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია, ხოლო 12 ბიბლიოთეკაში – თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისები, კერძოდ, სოფელ ფოკაში, საზოგადოებრივი ცენტრის ბაზაზე დაარსდა ბიბლიოთეკა. ვალეს, ხიდისთავისა და ნუკრიანის ბიბლიოთეკებში დაინერგა საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაკურიანისა და ფასანაურის ბიბლიოთეკებს და დაინერგა საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია. კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა ზუგდიდის, ხულოს, ხიხაძირის, შუახევის, ლანჩხუთის, ნიგვზიანის, საყულიის, ფარცხანაყანევის, ძეგვის, ქსნის, წალკისა და ახმეტის ბიბლიოთეკები. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, დატრენინგდა 33 ბიბლიოთეკარი, ხოლო კასკადური ტრენინგების მეშვეობთ – 340 ბიბლიოთეკარი.