საჯარო სექტორის განვითარება ცენტრალური და რეგიონალური სერვისების ეფექტური მიწოდების გზით

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელებასაჯარო სექტორის განვითარება ცენტრალური და რეგიონალური სერვისების ეფექტური მიწოდების მზით

სტატუსი: დასრულებული

ხანგრძლივობა:  2015–2017

დონორი/დამფინანსებელი: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Sida)

ბიუჯეტი: 14,500,000  შვედური კრონა

პროექტის მიზანი

ცენტრალურ და რეგიონალურ დონეზე საჯარო სერვისების ეფექტური მიწოდება სააგენტოს ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერების,  ინოვაციების დანერგვის და ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის გზით.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

    • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა,  ცენტრალური და რეგიონალური სერვისების შემდგომი განვითარებისათვის
    • რეგიონალური სერვისების განვითარება
    • ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში

მოსალოდნელი შედეგები

პროექტის შედეგად: 1. გაუმჯობესდა საქმის წარმოების სისტემის (CMS) პროგრამული უზრუნველყოფა და დაიხვეწა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა კოლაბორაციის და ინფორმაციის მიმოცვლის ინსტრუმენტები, დაიწყო ცოდნის ბაზის პლატფორმის შექმნა, შემუშავდა საპილოტე ვერსია; 2. შეიქმნა დიპლომატთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტთა მართვის სისტემა, რომელმაც დიპლომატებს და მათ ოჯახებს გაუადვილა დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობა; 3. შეიქმნა ID ბარათების PIN/PUK აღდგენის პროგრამა, ჩატარდა ორ-ფაზიანი CA აუდიტი, განხორციელდა კვალიფიციური ელექტრონული შტამპის მოწყობილობების შესყიდვა; 4. განხორციელდა 516,651 სამოქალაქო აქტის ციფრულ ფორმატში გადაყვანა 5.  შემუშავდა და დამტკიცდა ინოვაციების მართვის პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა, გადამზადდნენ სააგენტოს თანამშრომლები Big Data და Foresight მეთოდოლოგიებში, განხორციელდა ორი ინოვაციური პროექტი, შეძენილი ცოდნა გამოყენებული იქნა კონფერენციის ორგანიზებისთვის. 6. მუნიციპალური მართვის სისტემა (მმს) გაეშვა 21 მუნიციპალიტეტში, 136 მუნიციპალიტეტის თანამშრომელი გადამზადდა ICT უნარებში, ხოლო 104 მმს-ის მოხმარებაში, 13 მუნიციპალიტეტს გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა, 2-ჯერ ჩატარდა მმს პროგრამული უზრუნველყოფის კოდის შემოწმება, 12% გაიზარდა მომხმარებელთა კმაყოფილების დონე მუნიციპალური სერვისებით. 7.  საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდა 19 სამოქალაქო ჩართულობის ღონისძიება შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების და გენდერული თანასწორობის თემებზე.