სახელმწიფო სერვისების ხელმისაწმდომობის უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის (ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები)

ზოგადი ინფორმაცია

პროექტის დასახელება:ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი

პარტნიორი/პროექტში მონაწილე მხარეები: სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, , სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს მექანიზატორი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლიბერთი ბანკი.

პროექტის მიზანი

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, , სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შპს მექანიზატორი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ლიბერთი ბანკი.

მიღწეული შედეგები

ლიბერთი ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტი, ხელმისაწვდომობის ზრდისა და ინოვაციული მიდგომების დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, და საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. სოფლის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა სოფლიდან გაუსვლელად ესარგებლა 200-ზე მეტი, საჭირო და მოთხოვნადი სახელმწიფო სერვისით.

პროექტის ძირითადი კომპონენტები

  • პროექტის მასშტაბით, 71-მდე ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი ყოველთვიურად 1000-ზე მეტ სოფელს ემსახურება;
  • სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყველა იმ სოფელში, სადაც ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალებით ემსახურება;
  • ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს „მექანიზატორის“ მომსახურებით.