აქცია – ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად!“

IMG_5961სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად ჩაერთო პროექტში ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად!“

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უანგარო დონაციის აქცია ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით მოეწყო.

სააგენტოს თანამშრომლებმა მსგავს აქციაში არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა. მათ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო აფინანსებს, ამ დაავადების დაძლევასა და პატარების სიცოცხლის გადარჩენაში სააგენტოს თანამშრომლებს თავისი წვლილი შეაქვთ.

ბავშვების მკურნალობისათვის, ძირითადად, ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსია საჭირო. კლინიკაში პაციენტთა დაყოვნების პერიოდი 9 თვეს მოიცავს. ქიმიოთერაპიის კურსის შემდგომ, თითქმის ყველა შემთხვევაში, საჭირო ხდება სისხლის გადასხმა.

სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები მსგავს პროექტებში მონაწილეობის სურვილს მუდმივად გამოთქვამენ. ანალოგიური აქციები მომავალშიც გაგრძელდება.