
ამ დრომდე ქორწინების მსურველებს შეეძლოთ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლაგოდეხის ფილიალისთვის მიემართათ, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე იყო შესაძლებელი.
ამჯერად ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ლაგოდეხში ზაქათლის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.
აღნიშნულ დარბაზში საქართველოში დაქორწინების მსურველ ნებისმიერ წყვილს შეეძლება დაარეგისტრიროს ქორწინება.
ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა; დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ხოლო მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30 – 18:00 საათამდე.