22 აპრილს მთელი მსოფლიო ყოველწლიურად აღნიშნავს დედამიწის დღეს, რომლის მიზანია ჩვენი პლანეტის გარემოს დაცვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაბინძურების შესახებ. აქციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლები შეუერთდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრისა და მისი მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.