ვიზალიბერალიზაცია

35530596_10211537246540941_2495705461622308864_nრაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ჩვენ ყოველდღიური შრომა გვიწევს და მომავალშიც გავწევთ იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი ჩვენს მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ. ორი წლის წინ ჩვენ შემოვიღეთ მესამე თაობის ბიომეტრიული პასპორტი. მეოთხე თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს. უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, ბრძოლა მიმდინარეობს და თქვენ წინაშეა პროცედურული გამკაცრების პაკეტი. მიხარია, რომ დეპუტატების მხრიდან ამას მხარდაჭერა ექნება. გვარის შესახებ პროცედურების გამკაცრებისთვის ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა, რადგან ამან ჩვენ უვიზო რეჟიმის შენარჩუნების საკითხში საქმე გაგვიადვილა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.