სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში, ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდა. ზაზა ფაჩულიასთან შეხვედრა, საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარე პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი სპორტსმენები, მწერლები, მომღერლები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდობასთან მათთვის საინტერესო თემებზე შეხვედრებს მართავენ.