
სააგენტო ბათუმის მერიას ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის აწყობასა და მოქალაქეების ელექტრონულად მომსახურებაში დაეხმარება. ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისების ელექტრონულად გაცემა „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ საშუალებით მოხდება. ეს კი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მუნიციპალური სერვისები უფრო სწრაფად და კომფორტულად მიიღონ. გაუმჯობესდება კონტროლი გაწეული მომსახურების ვადებსა და ხარისხზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაცილებით გამჭვირვალე გახდება.
მუნიციპალიტეტში ელექტრონული მომსახურების დანერგვისათვის სერვისების განვითარების სააგენტო მერიას კომპიუტერული ტექნიკის გაუმჯობესებასა და თანამშრომლების გადამზადებაშიც დაეხმარება. განახლდება საკანონმდებლო ბაზებიც, რომელიც მუნიციპალიტეტის ელექრონულ მმართველობაზე გადასვლასთან არის დაკავშირებული. შემუშავდება სერვისების გაცემის ახლებური სქემა.
სერვისების განვითარების სააგენტო ელექტრონული მმართველობის დანერგვაში ადგილობრივ თვითმმართველობებს 9 მუნიციპალიტეტში უწევს დახმარებას. სამუშაოები პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ფარგლებში ტარდება და წარმატებით მიმდინარეობს ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქალაქ გორში, მცხეთაში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, ქარელსა და ხობში.