თსუ-ს სტუდენტებთან კვალიფიციურ სანდო სერვისებზე  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

DSC_0801ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან კვალიფიციური სანდო მომსახურების შესახებ საინფორმაციო-ინტერაქტიული შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ვლადიმერ სიჭინავამ გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო სანდო კვალიფიციური ელექტრონული სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამკვიდრებს დოკუმენტის დაცვის მაღალ სტანდარტს. მათი ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენება ზრდის მის სანდოობას და დაცულობის ხარისხს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.

სააგენტოს გარე მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ სიჭინავამ  ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობა და სააგენტოში დაგეგმილი პროექტები.