
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.
სოფელ დიდ ჯიხაიშში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას, გასული წლის ივნისიდან, ტენდერით შერჩეული კომპანია შპს „ამაგი” აწარმოებდა. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისთვის და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვისთვის 393 562 ლარია გამოყოფილი. ცენტრის გახსნა უახლოეს ხანში იგეგმება.
საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო” უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.