
სოფელ ლაჯანაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ლადო ასათიანის ოჯახის წევრები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
პრეზენტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის სპეციალური კონცერტი გაიმართა; მოეწყო ადგილზე წარმოებული ქართული ღვინის დეგუსტაციაც.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაშისაზოგადოებრივი ცენტრი 2016 წლის 11 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით და კომპიუტერებით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისვეინიციატივით, 2015 წლიდან ნუკრიანის ბიბლიოთეკას მიენიჭა მხატვარ დავით კრაწაშვილის, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის ბიბლიოთეკას − ნოდარ დუმბაძის სახელი.
საქართველოს რეგიონებში სულ 45 საზოგადოებრივი ცენტრი და 40-მდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს. წლის ბოლომდე იუსტიციის მინისტრი კიდევ რამდენიმე ცენტრის გახსნასგეგმავს.