
მინისტრის ინიციატივით, 26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს სპეციალური, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცათ. დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“.