ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

77361199_2496015210521104_7959539474344443904_oდაბა ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში „საგანმანათლებლო ჰაბები: გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები ძლიერი საზოგადოებისთვის“ ფარგლებში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა.
კლუბის გახსნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი და ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორი ზაზა ფურცელაძე დაესწრნენ.
მესამე ფაზის დაწყების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გაფორმდა და პირველი გაკვეთილი სოფელ მეჯვრისხევში ჩატარდა.
ბრიტანეთის საბჭოს პროექტი „ინგლისური ენის კლუბები“ ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წლიდან ხორციელდება. ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბის მესამე ეტაპი 13 საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო.
დაბა ლენტეხში სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ინგლისურ ენის კურსს 60 – მდე მოსწავლე გაივლეს.
ბრიტანეთის საბჭომ საზოგადოებრივი ცენტრები ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბების ორგანიზებისა და ეფექტური მუშაობისთვის მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეარჩია. ცენტრების თანამედროვე შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით. მათი მთავარი მახასიათებელი – ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.
ინგლისური ენის კლუბების შექნის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ – დირექტორმა, საქართველოს იუსტიციის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრებმა მოაწერეს.
ბრიტანეთის საბჭომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა. ერთი წლის განმავლობაში ამ ფაზის ფარგლებში ინგლისური ენის კურსი 2 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა.