მალე მობაილ აიდი აპლიკაცია დაინერგება

35644633_10211537246380937_808810932464517120_n„ძალიან ბევრი სერვისი შეემატა სახელმწიფო სერვისებს. თვის ბოლოს გაიხსნება ტენდერი და თუ ის წამატებული იქნება, ჩვენ ყველას შეგვეძლება, მობაილ აიდი აპლიკაცია დავნერგოთ კერძო სექტორის მაღალი ხარისხის მონაწილეობით. მათ გარეშე, რა თქმა უნდა, ამ აპლიკაციის დანერგვა შეუძლებელია.
სწორედ სხვებს შორის ამას გულისხმობს სამთავრობო პროგრამა, რომ სერვისების მიღება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლებათ მობილურის მეშვეობით, ისე, რომ არ დასჭირდეთ მისვლა იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში თუ სხვაგან.

„1 ივლისს შევა ძალაში ის კანონი, რომელიც თქვენ ჩვენი ინიციატივით მიიღეთ. ეს არის ციფრული ხელმოწერა და ციფრული შტამპი. ამისთვის ჩვენი უწყება არის მზად და კერძო სექტორიდან დაინტერესება არის ძალიან მაღალი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.