მიხეილ კაპანაძის შეხვედრა სტუდენტებთან

IMG_6274სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ კაპანაძემ – მომავლის სანდო სერვისები უსაფრთხო და საიმედო გლობალური ტრანზაქციების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სანდო, კვალიფიციური, ელექტრონული სერვისების შესახებ:

  • ლეგალიზაცია/აპოსტილისაქართველოში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, რაც გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებას;
  • ანდო, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპიკვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამკვიდრებს დოკუმენტის დაცვის მაღალ სტანდარტს. მათი ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენება ზრდის მის სანდოობას და დაცულობის ხარისხს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.

მიხეილ კაპანაძემ ახალგაზრდებს ასევე, გააცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობა და სააგენტოში დაგეგმილი პროექტები.