იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის პროგრამის წარდგენა პარლამენტში

256A1482

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა  პროგრამა წარდგინა

2020 წელის ბოლოს იუსტიციის ტერიტორიული სამსახურები სრულად ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი

„ჩვენ პრაქტიკულად 2020 წლის არჩევნებზე ვიტყვით, რომ საბჭოთა ინფრასტრუქტურა იუსტიციის ტერიტორიულ სამსახურებში დასრულდა და მთელი საქართველო, არა მხოლოდ დაბები და ქალაქები, არამედ სოფლებიც, ტერიტორიული ცენტრები, დაფარული იქნება ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურით,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტრო „EURO JUST” – თან გაფორმებული ხელშეკრულებით ევროკავშირის სივრცის ნაწილი გახდა

„EUROJUST“-თან ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, იუსტიციის სისტემა, რომელიც ევროპული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ იუსტიციის სისტემას, არამედ პროკურატურის ორგანოებს და სასამართლოებს, გახდა ევროკავშირის სივრცის ნაწილი.

იუსტიციის სამინისტრო გააგრძელებს ბრძოლას და მუშაობას იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შენარჩუნდეს ევროკავშირის ქვეყნებთან. აქ საკმაოდ დიდი როლი გვაკისრია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვრის მართვის სტრუქტურებსა და ჩვენს პოლიციასთან ერთად და ამ თანამშრომლობის რეჟიმში, რა თქმა უნდა, დავრჩებით.
წინა დამტკიცებისას მე გეუბნებოდით სწორედ ამ ტრიბუნიდან, რომ „EUROJUST“-თან ვაწერდით ხელს შეთანხმებას. ეს შეთანხმება ხელმოწერილია. შესაბამისად, შეთანხება 27 ივლისიდან არის ძალაში და საქართველოს იუსტიციის სისტემა ევროკავშირის სივრცის ნაწილია. თქვენ იცით, რომ ევროპული გაგებით იუსტიციის სისტემა არ ნიშნავს მხოლოდ სამინისტროს, არამედ ეს ნიშნავს პროკურატურის ორგანოებს, ნიშნავს სასამართლოებს. მთელი ჩვენი იუსტიციის სისტემა, ფართო გაგებით, 27 ივლისიდან გახლავთ ევროკავშირის სივრცის ნაწილი. ჩვენ გავაგრძელებთ სახელწიფო ინტერესის ეფექტურად დაცვას სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში და როდესაც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვიქნებით, იუსტიციის სამინისტრო იქნება ინიციატორი ევროპული კონფერენციისა აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე.

ეს განცხადება თეა წულუკიანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პროგრამის წარდგენისას გააკეთა.

2019 წელს საქართველოს მაშტაბით 10 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

“საზოგადოებრივი ცენტრები 2019 წელს გაიხსნება: ქობულეთში, ქედაში, ხულოში, ამბროლაურში, დუშეთში, ტყიბულში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ჭრებალოში, ყაჩაღანში,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საარჩევნო სიაში  3 115 296 მონაცემი ბიომეტრიული, ანუ უტყუარია და მათი გაყალბება შეუძლებელია

საარჩევნო წელი მოდის. შესაბამისად, ჩვენ გავაორმაგეთ შრომა ჩვენი საარჩევნო მონაცემების დასახვეწად. დღეისათვის გეტყვით, რომ საარჩევნო სიის ნაწილში მონაცემები არის ამგვარი: საარჩევნო სიაში 3 561 126 პირია. აქედან, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, ვიტყვი, რომ დაზუსტდა და უტყუარად შეიძლება ჩაითვალოს 3 115 296 ამომრჩევლის მონაცემი. შესაბამისად, 3 მილიონ 100 ათას ამომრჩეველზე მეტი მონაცემი არის მონაცემი, რომელიც ვერ გაყალბდება, რადგან არის ბიომეტრიულ მონაცემზე დაყრდნობილი. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩვენებისთვის იყო მხოლოდ 778 ათასი უტყუარი მონაცემი. დანარჩენი შესაძლებელი იყო, თუკი ამას ვინმე მოისურვებდა, გაყალბებულიყო. ჩვენ საარჩევნო სიიდან ბოლო წლების განმავლობაში ამოვრიცხეთ 8 581 მიცვალებული − ჩვენთვის უცნობია, 2012 წლამდე ეს რაოდენობა აძლევდა თუ არა არჩევნებში ხმას. ასევე, ამოვრიცხეთ ის პირები საარჩევნო სიიდან, რომლებიც ორჯერ იყვნენ სიაში შეტანილი − ასეთი 10 ათასამდე პირია, მათ შორის, ისინი, ვისი ფოტოც იყო სხვა ან გვარ-სახელზე იყო მიბმული სხვა პირის ფოტო. ეს სამუშაო გაგრძელდება, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სია იყოს კიდევ უფრო დახვეწილი. ყველაზე დახვეწილი და სანდო სია ჩვენ გვქონდა სწორედ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას, ვინაიდან ეს არის დახვეწის დინამიკური პროცესი”.

ეს განცხადება თეა წულუკიანმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში პროგრამის წარდგენისას გააკეთა.

სერბეთში ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

“სერბეთში გავაკეთეთ ექსპორტი ჩვენი საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციისა და მომავალ კვირას გვექნება პატივი, სერბეთის ერთ-ერთ დაბაში გავხსნათ სწორედ ქართული მოდელის საზოგადოებრივი ცენტრი”, განაცხადა თეა წულუკიანმა.