
შეხვედრის ფარგლებში მოეწყო თომა ჩაგელიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება ევროგაერთიანების შესახებ. აგრეთვე მოეწყო სხვადასხვა აქტივობა. შეხვედრის ბოლოს ადგილობრივებს დაურიგდათ საჩუქრები.
საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა წიგნები „მოდი გავიცნოთ ევროპა!’ და ევროპის პოლიტიკური რუკა. შეხვედრა მოეწყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერით.
საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.