სანდო სერვისების სტანდარტების შესახებ საბაუნის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი/საბაუნის სტუდენტებთან  კვალიფიციური სანდო მომსახურების შესახებ საინფორმაციო-იIMG_5617ნტერაქტიული შეხვედრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა ვლადიმერ სიჭინავამ გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო სანდო კვალიფიციური ელექტრონული სერვისების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამკვიდრებს დოკუმენტის დაცვის მაღალ სტანდარტს. მათი ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენება ზრდის მის სანდოობას და დაცულობის ხარისხს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.

ამავე შეხვედრაზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და შტამპის გამოყენების უპირატესობებთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეო კლიპების ჩვენებაც მოეწყო.

სააგენტოს გარე მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ სიჭინავამ  ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობა და სააგენტოში დაგეგმილი პროექტები.