სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კაპანაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

8O2A4292სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კაპანაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს სტუდენტებისთვის სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. მიხეილ კაპანაძემ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა, როგორიც არის:  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“  ბიომეტრიული პასპორტი, პირადობის ელექტრონული მოწმობა, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და შტამპი, ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემა და სხვა.