ქალთა მიმართ ძალადობასთან ინოვაციური მეთოდებით ბრძოლის პროექტის მეორე ფაზა დაიწყო

3სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის (სერვისლაბი) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამასთან  (UNDP Georgia)  პარტნიორობის ფარგლებში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პროექტის მეორე ფაზა დაიწყო.

პროექტში ჩართულ, დაინტერესებულ მხარეებს შორის ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის პროგრამების დაგეგმვაში ალტერნატიული კვლევითი მეთოდის – მიკრონარატივების გამოყენების შესახებ სამუშაო შეხვედრა-სემინარი ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი იყო პროექტის განხორციელებაში ჩართული მხარეებისა და ძალადობის მსხვერპლთა სერვისის მიმწოდებლებისთვის ინოვაციური მეთოდოლოგიების  და ცოდნის გაზიარება.

სემინარს ქცევითი მეცნიერების გუნდის (Behavioral Insights Team) კონსულტანტებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტი ანნა ჰანჩარი უძღვებოდა.

შეხვედრის ნაწილი დაეთმო პროექტის პირველი ფაზის შედეგებისა და ძირითადი მიგნებების გაცნობას, ასევე, მეორე ფაზის წარდგენას, რომელიც გულისხმობს ქცევითი ანალიზის მეთოდის გამოყენებით ძალადობის შემსწრე პირთა ქცევის შეცვლას.