ქვეყანაში „COVID 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირას აღარ იმუშავებენ.

distanciuriქვეყანაში „COVID 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირას აღარ იმუშავებენ. მიუხედავად ამისა, იმ სერვისების გაცემა, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ, დისტანციურად იქნება შესაძლებელი; კერძოდ, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შაბათ-კვირას ელექტრონული ფორმით გასცემს.

მოქალაქეს, ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია სურს, შეუძლია, სააგენტოს სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიმართოს. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონულ პორტალზე – my.gov.ge ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge და მიჰყვეს ინსტრუქციას.

დისტანციური მომსახურების შესახებ მომხმარებელს კონსულტაციის მიღება შეუძლია ცხელი ხაზის – 032 2 40 10 10 ან სკაიპის – sda.gov.ge საშუალებით. მომხმარებელი დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის ელექტრონული ასლის ჩამოტვირთვას შეძლებს პორტალის – my.gov.ge ან სააგენტოს ვებგვერდის – sda.gov.ge საშუალებით, მზა დოკუმენტს კი, ფოსტის მეშვეობით მიიღებს.