შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის  სტუდენტებთან 

60345210_483150459115600_3156259375773908992_nსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ კაპანაძემ თემაზე – მომავლის სანდო სერვისები უსაფრთხო და საიმედო გლობალური ტრანზაქციების შესახებ – ტექნიკური უნივერსიტეტის  სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სანდო, კვალიფიციური, ელექტრონული სერვისების შესახებ:

  • ლეგალიზაცია/აპოსტილი– საქართველოში გაცემული დოკუმენტი სხვა ქვეყანაში გამოყენების მიზნით საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, რაც გულისხმობს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურებას;
  • სანდოკვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი – კვალიფიციური ელექტრონული შტამპისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამკვიდრებს დოკუმენტის დაცვის მაღალ სტანდარტს. მათი ელექტრონულ დოკუმენტზე გამოყენება ზრდის მის სანდოობას და დაცულობის ხარისხს. გარდა ამისა, მომხმარებელს საშუალება ეძლევა, დაზოგოს დრო, დაძლიოს მანძილი და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაამოწმოს დოკუმენტი ან გააფორმოს ხელშეკრულება.  მიხეილ კაპანაძემ ახალგაზრდებს გააცნო ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობა და სააგენტოში დაგეგმილი პროექტები.