
ზუგდიდის ბიბლიოთეკა, პროექტის „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ საპილოტე ფაზაში ნუკრიანის და ხიდისთავის საზოგადოებრივ ცენტრებთან ერთად ჩაერთო.
პროექტი “საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, დაფინანსებულია IREX-ის მიერ Beyond Access-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხორციელდება.