სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების შეხვედრა

5621 თებერვალს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სსგს) თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და მისი მოადგილე მამუკა სამხარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების პროცესთან დაკავშირებული საკითხების, არსებული საჭიროებების გაანალიზებისა და პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.
მხარეებმა ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული ტექნიკური ხასიათის საკითხები განიხილეს და ეფექტური ადმინისტრირების გზებზე იმსჯელეს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და სსგს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ ხაზგასმით აღნიშნეს უწყებებს შორის უკვე არსებული კარგი თანამშრომლობის ფაქტი და მსგავსი სამუშაო შეხვედრების მნიშვნელობა ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავებისა და სიების ფორმირების პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და იურიდიული დეპარტამენტების ხელმძღვანელები.