13 საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბის მესამე ეტაპი დაიწყო

IMG_3882
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, ახალგაზრდები სოფლიდან გაუსვლელად ინგლისურ ენას შეისწავლიან, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებლები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.
იუსტიციის სამინისტროს მიზანია, სოფელში ინგლისური ენის შესწავლა ბრიტანეთის საბჭოს დახმარებით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ალექსანდრა ქოლი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის, სტაბილურობის და უსაფრთხოების ფონდის ხელმძღვანელი მარკუს ბესლი, ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორი ზაზა ფურცელაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტ „საზოგადოებრივი ცენტრების“ მენეჯერი მარიამ ძაგნიძე.
ბრიტანეთის საბჭოს პროექტი „ინგლისური ენის კლუბები“ ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წლიდან ხორციელდება. მესამე ფაზის დაწყების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის მიმდინარე წლის 7 ნოემბერს გაფორმდა. ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბის მესამე ეტაპი 13 საზოგადოებრივ ცენტრში დაიწყო.
ბრიტანეთის საბჭომ საზოგადოებრივი ცენტრები ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბების ორგანიზებისა და ეფექტური მუშაობისთვის მათი თანამედროვე ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური უპირატესობების გამო შეარჩია. ცენტრების თანამედროვე შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებით, შეხვედრების ოთახებით. მათი მთავარი მახასიათებელი – ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა.
ინგლისური ენის კლუბების შექნის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ – დირექტორმა, საქართველოს იუსტიციის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრებმა მოაწერეს.
ბრიტანეთის საბჭომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები გასულ წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა. ერთი წლის განმავლობაში ამ ფაზის ფარგლებში ინგლისური ენის კურსი 2 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა.