სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ედუარდო ჯურადო ბეჟარი ეწვია.

37358733_1687983124657654_8823108448104218624_oუცხოელ სტუმარს სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ უმასპინძლა. ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო. საუბარი შეეხო დოკუმენტების უსაფრთხოებასა და ბიომეტრიული პასპორტის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანს
საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთ გასცნობოდა სერვისების გაცემის პროცესს.

ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ედუარდო ჯურადო ბეჟარი საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.