სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განაგრძობს პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“.

38072335_1708592895930010_2149550197284274176_oაღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი სიიდან გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების ამოღებაა.ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია ხშირად არ მოეწოდება სააგენტოს და მონაცემთა ბაზაში რჩება გარდაცვლილი მოქალაქის აქტიური ჩანაწერი.

ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები კარდაკარ დადიან ოკუპირებული ტერიტორიების ხაზთან, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, გარდაცვალების ოქმს ადგილზე ადგენენ. ამჯერად სსგს თანამშრომლები გარდაცვალების ოქმის შესადგენად ქალაქ ზუგდიდში, ერთ-ერთ ოჯახში, მივიდნენ.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2018 წელს გამოვლენილი და მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია გარდაცვალების 788 ფაქტი, აქედან 115 მოქალაქე გარდაცვლილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან 7580 გარდაცვლილი პირის მონაცემებია ამოღებული.