სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის მიერ ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს

 

46850294_198489274414322_495488670174806016_n (1)

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის მიერ ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენების თემაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის მე-2 და მე-14 უბანზე დავით შენგელიას და ზურა ჩაკვეტაძის სახელზე ყალბი პირადობის მოწმობები გამოავლინეს, საარჩევნო სამაგიდო სიასა და პირადობის მოწმობაში არსებული მათი ფოტოები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში, აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია გადამოწმდა და დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მისამართზე, იდენტური სახელით და გვარით დარეგისტრირებულ მამა-შვილს. კერძოდ: ზურაბ ჩაკვეტაძე – დაბ. 1948 წელს და მისი შვილი, ზურაბ ჩაკვეტაზე, დაბ. 1993 წელს და მცხოვრები თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, კორპუსი 5ა. (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N14-ე უბანზე); დავით შენგელია – დაბ. 1947 წელს და მისი შვილი, ასევე დავით შენგელია, დაბ. 1974 წელს, მცხოვრები ვ. ბარნოვის ქ. N81. (რეგისტრირებულნი იყვნენ ვაკის N2-ე უბანზე) სავარაუდოდ ორივე შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მამა-შვილიდან ერთ-ერთი იყო მისული და ადგილზე მყოფ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი შეცდომაში შევიდა, შესაბამისად დეზინფორმაცია გაავრცელეს.