ლანჩხუთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიერ “აღმოჩენილი” ყველა პირადობის მოწმობა გაუქმებულია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ხანაში მფლობელთა გარდაცვალების ფაქტის გამო, ხოლო საარჩევნო სიაში ამ მოქალაქეთა მონაცემები არ ფიგურირებს

47157263_1106927356137212_5915292052567883776_n“ნაციონალური მოძრაობიდან”  ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ დღეს მორიგი ტყუილი გავრცელდა. სოციალური ქსელის საშუალებით მან გამოაქვეყნა 17 პირადობის მოწმობის ფოტო, რომელიც მისივე მტკიცებით “ლანჩხუთში გადაყრილი” იპოვნა  და რომელიც, როგორც თავად ამტკიცებს, არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს.

როგორც უკვე ჩვენთვიც ცნობილია, ბ-ნ ასკურავას დაუკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან, თუმცა ის ჯერ გამოსაკითხად არ მისულა.

სერვისების სააგენტოს მიერ დაუყოვნებლივ გადამოწმდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიერ წარმოდგენილი ფოტოზე ასახული ადამიანების პირადი მონაცემები. ყველა ეს პირი გარდაცვლილია 2008 და 2010 წელს, ნაციონალური მოძრაობის ხანაში. ამ მოქალაქეთა მონაცემები არც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაშია აქტიური და ცხადია არც საარჩევნო სიაში აღარ არსებობს.

კერძოდ:

1. მკერვალი ანიჩქა დაბადებული 11.11.1923.წ, პირადი N 26001013390,   გარდაიცვალა 10.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია v     განხორციელდა 30.09.2008 წელს და  გაუქმდა N გ 0611230 პირადობის მოწმობა.

  1. თავარაშვილი მერი დაბადებული 21.03.1939წ, პირადი N 26001012342. გარდაიცვალა             06.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 08.09.2008 წელს და გაუქმდა N დ 0599656.
  2. ცინცაძე ნოდარ  დაბადებული 25.04.1948 წელს, პირადი N 26001013376, გარდაიცვალა 19.07.2008 წელს, გარდაცვალება დარეგისტრირდა  01.08.2008 წელს და გაუქმდა N დ 0611226 პირადობის მოწმობა.
  3. ვეტროვი ვასილ დაბადებული 23.02.1940, პირადი N 26001022778 გარდაიცვალა 09.10.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 21.10.2008 წელს და  გაუქმდა N ა 1149755 პირადობის მოწმობა.
  4. გოგუაძე ნანული        დაბადებული 16.01.1938წელს, პირადი N 26001022640, გარდაიცვალა 30.06.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 26.08.2008 წელს და  გაუქმდა N ბ  0807056 პირადობის მოწმობა.
  5. ხვიჩია ეთერ 07.01.1936 წელს, პირადი N 26001023136, გარდაიცვალა 15.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 09.09.2008 წელს და  გაუქმდა N დ   0807199 პირადობის მოწმობა.
  6. ბარამიძე ციალა           13.12.1934წელს, პირადი N 26001021843, გარდაიცვალა 29.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 09.09.2008 წელს და  გაუქმდა N გ 0793084 პირადობის მოწმობა.
  7. მგელაძე გური 26.07.1935 წელს, პირადი N 26001025041, გარდაიცვალა 25.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 30.10.2008 წელს და  გაუქმდა N  ა 1149923 პირადობის მოწმობა.
  8.  ჩხარტიშვილი ნელი დაბადებული 23.10.1949 წელს, პირადი N 26001026911, გარდაიცვალა 20.09.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 29.09.2008 წელს და  გაუქმდა N  დ 0901775  პირადობის მოწმობა.
  9. ნაკაშიძე       ნაზი, დაბადებული          01.07.1929 წელს, პირადი N 26001012419, გარდაიცვალა 09.06.2006 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 01.09.2008 წელს და  გაუქმდა N  დ 0599677  პირადობის მოწმობა.
  10. კუკულავა   ქეთო,  დაბადებული         16.12.1912 წელს, პირადი N    26001016915, გარდაიცვალა 10.10.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 22.10.2008 წელს და  გაუქმდა N გ 0665655 პირადობის მოწმობა.
  11. კუკულაძე   ზაურ დაბადებული 01.09.1935წელს, პირადი N 26001019453, გარდაიცვალა 29.06.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 29.07.2008 წელს და  გაუქმდა N ა 0696425 პირადობის მოწმობა.
  12. გოგიჩაიშვილი დავით          დაბადებული 17.01.1957 წელს, პირადი N 26001033324, გარდაიცვალა 26.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 08.09.2008 წელს და  გაუქმდა N ა 1167933 პირადობის მოწმობა.
  13. გოგინავა ჟანა 18.02.1940 წელს, პირადი N 26001021080, მისი გარდაცვალების ფაქტი სსგს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღრიცხულია 06.07.2006 წელს და გაუქმდა N დ 0769872 პირადობის მოწმობა.
  14. თურქია        მარგალიტა,            დაბადებული 10.03.1934 წელს, პირადი N  26001018403, გარდაიცვალა 14.05.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 20.04.2010 წელს და  გაუქმდა N ბ 0696141  პირადობის მოწმობა.
  15. მურვანიძე  დავით, დაბადებული 08.07.1940 წელს,   პირადი N26001012464, გარდაიცვალა 17.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 01.09.2008 წელს და  გაუქმდა N გ 0599689  პირადობის მოწმობა.
  16. ვადაჭკორია ნადია, დაბადებული 05.01.1913 წელს, პირადი N 26001019400, გარდაიცვალა 08.08.2008 წელს, გარდაცვალების აქტის რეგისტრაცია განხორციელდა 29.08.2008 წელს და გაუქმდა N ბ 0696410  პირადობის მოწმობა.

საზოგადოების ინფორმირებისთვის სააგენტო გაცნობებთ, რომ გარდაცვლაlების ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, პირს უუქმდება  პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი, რაც აისახება სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.  ოჯახის წევრების მიერ გარდაცვლილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, მოწმობა ფიზიკურადაც ნადგურდება. თუმცა, პირადობის მოწმობა, იმის მიუხედავად ის განადგდება თუ არა, არის უკვე ჩვეულებრივი ქაღალდი და მას არავითარი იურიდიული ძალა აღარ გააჩნია. გაუქმებული დოკუმენტით შეუძლებელია არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ისევე როგორც რაიმე სახის გარიგების დადება და სხვა.

სწორედ ასეთი გაუქმებული პირადობის მოწმობები წარმოადგინა დღეს ბ-ნმა ასკურავამ.  ავღნიშნავთ, რომ როგორც ჩვენთვიც ცნობილია, ბ-ნ ასკურავას დაუკავშირდნენ მთავარი პროკურატურიდან, თუმცა ის ჯერ გამოსაკითხად არ მისულა.

აქვე განვმარტავთ, რომ  ყოველდღიურად იკლებს იმ პირთა რიცხვი, ვისაც ძველი – ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა აქვს. მეორე ტურისთვის ცესკოსთვის გადაცემულ მონაცემებში 13 153-ით ნაკლებია იმ პირთა რიცხვი, ვისაც ძველი პირადობის მოწმობა აქვს

(პირველი ტურისთვის ცესკოსთვის გადაცემულ სიაში ასეთი 790 484 პირი იყო, ხოლო მეორე ტურისთვის  გადაცემულ სიაში 777 331 პირია).