ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული აქციით ამ დრომდე 93 620 მოქალაქემ ისარგებლა

53012100_2354243121473580_3744729097155117056_nიუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციით 93 620 მოქალაქემ ისარგებლა.  აქცია ეხებოდა საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე ფლობდნენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და მათ სახელზე არასდროს ყოფილა გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

მათ ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შეეძლოთ ესარგებლათ აქციით, შეეცვალათ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიეღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია!

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ  როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

 2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. აქციის დასრულების შემდეგ საქართველოში დარჩა 655 917 piri ვისაც აქვს ე.წ. ლამინირებული მოწმობა (აქციის დაწყებამდე იყო- 749 537). ყველაზე მეტს თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობდნენ: დღეის მდგომარეობით დარჩენილია -154 974 (აქციამდე იყო – 175 914;); შემდეგ – იმერეთის, დღეის მდგომარეობით დარჩენილია – 108 893 (აქციამდე იყო -125 383); კახეთის –დღეის მდგომარეობით დარჩენილია -71 053 (აქციამდე იყო-80 007 ) და ქვემო ქართლის –დღეის მდგომარეობით დარჩენილია- 72 012 (აქციამდე იყო -79 947).

აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეეძლოთ, მიემართათ იუსტიციის სახლებისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვისა და საზოგადოებრივი ცენტრებისთვიას.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“, და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს.
საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.