სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონღოლეთის დელეგაცია ეწვია

IMG_6327სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონღოლეთის დელეგაცია ეწვია, სტუმრები სააგენტოს მიერ მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის დანერგილი სერვისების მიწოდების თანამედროვე ტექნოლოგიებს და ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ. ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს „ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის“ თანამშრომლებს შეხვდნენ და სააგენტოს ინოვაციურ სერვისებზე მათ საქმიანობაზე მიიღეს ინფორმაცია. „სერვისლაბი“ ქმნის მომხმარებელთა მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისებს.

სტუმრებსi ასევე, სოფელ მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრნენ და ცენტრების მრავალფეროვანი სერვისებს გაეცვნენ, რომლითაც მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად სარგებლობს. იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო და კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათთვის მომსახურების ისეთივე მაღალი სტანდარტით მიწოდებაa, როგორიც დიდ ქალაქებშია.

დღეისათვის, საქართველოს მასშტაბით, სულ 65 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

მონღოლეთის ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგაციამ შეხვედრები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სახლში გამართა, სადაც ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს მიღწევებს გაეცნო.