სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში

zura 1იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ზურაბ სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

4 დეკემბერს ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივითა და გაეროსთან კორეის რესპუბლიკის, სიერა-ლეონეს, არგენტინის მუდმივი წარმომადგენლობების, აგრეთვე ქ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის პროგრამის – ,,მართლმსაჯულების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისთვის“ – თანაორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განსახორციელებლად, კერძოდ, ქვეყნების ეროვნული გამოცდილების გათვალისწინებით, მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო ზურაბ სანიკიძემ.

სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში სერვისების მიწოდებაზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმაზე. მან ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას და მიმოიხილა კოდექსის მიზნები, პრინციპები და გატარებული რეფორმის შედეგები.

მონაწილე ქვეყნებმა წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკა და წარმატებული ისტორიები, ერთმანეთს გაუზიარეს მართლმსაჯულების სფეროში დაგროვილი გამოცდილება.

ღონისძიების ფარგლებში მოხსენება გააკეთა გაეროს გენერალური მდივნის აღმასრულებელი ოფისის კანონის უზენაესობის განყოფილების ხელმძღვანელმა ალეჰანდრო ალვარესმა, რომელმაც ისაუბრა მსოფლიოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მისი დეფიციტით გამოწვეულ პოლიტიკურ პრობლემებზე. ღონისძიება  ინტერაქტიული დისკუსიით დასრულდა.

zura 2