დმანისის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

IMG_4616სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის მიზნით, გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციაქალთა საინფორმაციო ცენტრისორგანიზებით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.  

ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობაზე ინფორმაციის მიწოდება, მათი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა/გაძლიერება ადგილობრივ დონეზე.

გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრა კითხვაპასუხის რეჟიმში გაგრძელდა

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზები. ადგილიდან გაუსვლელად მოსახლეობი სამოქალაქო ჩართულობის წასახალისებლად შეხვედრების დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და საუკეთესო პირობებია შექმნილი სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციოსაგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩასატარებლად.

2020 წლის თებერვლის ჩათვლით, გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო ღონისძიება კიდევ რვა საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართება.