სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ისრაელის ელჩი ეწვია

IMG_5602სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ საქართველოში ისრაელის ელჩს, რან გიდორს, უმასპინძლა.

ისრაელის ელჩს სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოში დანერგილი სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელი და ის მომსახურებები გააცნო, რომელთაც სააგენტო საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელებს სთავაზობს. შეხვედრის განსახილველ თემებს შორის იყო, ასევე, დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ  საქართველო სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის სფეროში რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად მიიჩნევა, შესაბამისად, პარტნიორი სახელმწიფოების ინტერესი ამ კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მიღწევებისა  და ქართული მოდელისადმი დიდია.