სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვივნენ

სომხეთის რესIMG_5638პუბლიკის თვითმმართველობების წარმომადგენლები საჯარო მმართველობის ქართული მოდელის გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამუშაო ვიზიტით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და მუხრანის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვივნენ.

სომხეთის დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ, უმასპინძლა და საქართველოში დანერგილი სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელი და ის მომსახურებები გააცნო, რომელთაც სააგენტო საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს სთავაზობს.

საქართველო სახელმწიფო სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის სფეროში რეგიონის წამყვან ქვეყნად მიიჩნევა, შესაბამისად, ამ კუთხით საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ქვეყნის გამოცდილება მეზობელი ქვეყნებისთვის აქტუალურია.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

სომხეთის რესპუბლიკის თვითმმართველობების წარმომადგენლები ამავე ვიზიტის ფარგლებში, მუხრანის საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობასა და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს ადგილზე გაეცნენ.

სტუმრებს საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის მენეჯერმა მარიამ ძაგნიძემ მიაწოდა ინფორმაცია იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ, რომლებსაც საზოგადოებრივი ცენტრები ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ.

საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია, კომფორტულ გარემოში, ადგილიდან გაუსვლელად, სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია პასპორტის/პირადობის მოწმობის აღება, უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკადასტრო გეგმის მიღება, საარქივო მომსახურებით სარგებლობა და სხვ.