სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 14 დღეში, დისტანციურად 10 000-მდე სერვისი გასცა

siteიუსტიციის სამინისტროს სიიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აპრილში, 14 სამუშაო დღეში, დისტანციურად 10 000-მდე სერვისი გასცა და მოქალაქეებს სახვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით 30 000-მდე კონსულტაცია გაუწია.
სააგენტომ სერვისების მიწოდება 9 აპრლიდან განაახლა და მოქმედ დისტანციურ სერვისებს ახალი, ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები დაამატა, ასევე, გააფართოვა მათი მოქმედების ტერიტორიული არეალი.
მომხმარებელს, დოკუმენტზე განაცხადის გასაკეთებლად ან მზა საბუთის მისაღებად აღარ სჭირდება სააგენტოში მისვლა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, როდესაც განაცხადის მისაღებად აუცილებელია პირის ბიომეტრული მონაცემების ადგილზე დაფიქსირება, მაგალითად, პირველად პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე, პირველად ბიომეტრიულ პასპორტზე და პირადობის ბინადრობის ელექტრონული მოწმობის PIN (PUK) კოდების აღდგენაზე.
აღნიშნული სერვისების მისაღებად მომხმარებელმა პირეველ რიგში უნდა დარეკოს ცხელხაზზე – 032 2 40 10 10 ან 032 2 405 405. ოპერატორი მას დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს. მზა დოკუმენტს კი იგი ფოსტის საშუალებით მიიღებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების შესახებ მომხმარებელს კონსულტაციის მიღება შეუძლია ცხელი ხაზის – 032 2 40 10 10/ 032 2 405 405, „სკაიპის“ – sda.gov.ge და ონლაინ კონსულტაციის მეშვეობით – https://chat.sda.gov.ge/client.php
ისარგებლე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისებით მარტივად, სახლიდან გაუსვლელად!