სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ერთიანი შეფასების სისტემის ტრენერთა სწავლება ჩაატარა

2020-05_CAF_trainings_სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ერთიანი შეფასების სისტემის (Common Assessment Framework – СAF) ტრენერთა სწავლება ჩაატარა. ტრენინგი 26-29 მაისს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
ერთიანი შეფასების სისტემა (СAF) სპეციალურად საჯარო სექტორისათვის ევროპაში შემუშავდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების 4 500-მდე საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება. სისტემა საჯარო უწყებებში ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას ემსახურება.
აღნიშნული ტრენინგის ორგანიზატორი იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ღონისძიებაში სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ: იუსტიციის სახლის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები.
ერთიანი შეფასების სისტემა არის ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო სექტორს ეხმარება ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფაში, საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაში, პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში.