სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ აღმოსავლეთ ქვეყნების სტრატეგიული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ევრაზიის ონლაინ ფორუმში (The 2nd StrategEast State and IT Eurasian Forum) მიიღო მონაწილეობა

იუსტიIMG_7021ციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ქვეყნების სტრატეგიული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ევრაზიის მეორე ფორუმში, რომელიც მიმდინარე წლის 15-16 სექტემბერს,  „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამთავრობო უწყებების, მსოფლიო ბანკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს, კერძო სექტორისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.

ფორუმის მიზანს წარმოადგენდა რეგიონის პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით საჯარო მმართველობის ეფექტური ფუნქციონირების გაძლიერების საკითხებზე მსჯელობა, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის საერთო გამოწვევების გამოვლენა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერებით ევრაზიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში  ინოვაციების განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკის ხელშეწყობა, ასევე, ამ კუთხით საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების პოტენციალის მოზიდვა.

შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად იმსჯელეს კიბერუსაფრთხოების სასურველი დონის შენარჩუნებაზე პანდემიის შედეგად შექმნილ ახალ ვითარებაში.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, სესიების დროს განეხილათ ევრაზიის ქვეყნებში  გლობალურ ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაციისთვის  განსაკუთრებული  მნიშვნელობის მქონე თემები, მათ შორის, რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის გასაძლიერებლად განსახორციელებელი ღონისძიებები და ა.შ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში დანერგილი სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოდელი და ის ინოვაციური მომსახურებები გააცნო, რომელთაც სააგენტო საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს სთავაზობს. 

სააგენტოს თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ეფექტიანი, თანმიმდევრული ნაბიჯები გააცნო, ასევე, იუსტიციის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ევრაზიის ქვეყნების მთავრობებსა და გლობალური ინფორმაციული ტექნოლოგიების  ინდუსტრიის ლიდერებს შორის დიალოგის შესანარჩუნებლად ანალოგიური ღონისძიებები მომავალშიც  გაგრძელდება.