2019 წელს საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება

42058672_1786332748081965_9016758533386928128_oსაზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს და წელს დასრულდება შუახევსა და დუშეთში. 2019 წელს დაიწყება საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა დედოფლისწყაროში, ვანში, ბაღდადში, ჭიათურაში, ტყიბულში, ამბროლაურში, ქობულეთში, ცაგერში, ქედაში, ხულოსა და თეთრწყაროში, ასევე, გაეროს დაფინანსებით. როგორც წესი, ორგანიზაცია ამ ტიპის მშენებლობებს არ აფინანსებს და მადლობას ვუხდით მათ ამ პირველი ნაბიჯისთვის. სექტემბრიდან ორი საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება კაჩაგანში და ულამაზეს სოფელ ჭრებალოში. ასევე, გლდანელებს, მუხიანელებს და ნაძალადეველებს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ, როგორც იცით, კერძო და საჯარო პარტნიორობის ტიპის პროექტი გავაკეთეთ და ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში საზოგადოებრივი ცენტრი მოვაწყვეთ, სადაც (გლდანში) გაიცემა სერვისები. რა თქმა უნდა, მოველოდით, რომ ეს იქნებოდა წარმატებული პროექტი, მაგრამ არ დაგიმალავთ და ასეთ წარმატებას არ ველოდით. ვგულისხმობ ნაკადებს. რეალურად ეს პროექტი დღეს არის, თუ შეიძლება ითქვას, თავისივე წარმატების მსხვერპლი. ამიტომაც წელს ვგეგმავთ ახალ ფართში გადასვლას, რომელიც იქნება გაცილებით უფრო დიდი. ასევე იქნება გლდანში, რათა მათ ჰქონდეთ საზოგადოებრივი ცენტრი.