თეა წულუკიანი: „საარჩევნო სია გაუმჯობესდა და დაიხვეწა“

თეა წულუკიანი: „საარჩევნო სია გაუმჯობესდა და დაიხვეწა“

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას თეა წულუკიანმა საარჩევნო სიასა და მაღალტექნოლოგიურ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებზე ისაუბრა.

საარჩევნო სია გაუმჯობესდა და დაიხვეწა, ეს მუდმივი პროცესია. ჩვენ 2 700 000-ზე მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა გავეცით ბიომეტრიული მონაცემებით. ეს დოკუმენტი არის დაცული; გაისად ჩვენ შემოგთავაზებთ ახალი თაობის მაღალტექნოლოგიურ პასპორტს, პოლიკარბონატის ტექნოლოგიით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.