სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობა, რომელიც მოიცავს ინოვაციური, სანდო, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შექმნასა და მიწოდებას, პასუხობს თანამედროვე ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
სააგენტო შიდა პროექტებითა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებული ღონისძიებებით მუდმივად ზრუნავს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებასა და სერვისების სრულყოფაზე.
სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია: სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესება, მათ შორის, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, ციფრული ტრანსფორმაცია, მოქალაქეობა-მიგრაცია, სამოქალაქო რეესტრი, კვალიფიციური სანდო სერვისების გაცემა და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რის შედეგადაც არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, სააგენტო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან, ერთი მხრივ, საკუთარი გამოცდილების გაზიარების და მეორე მხრივ, სააგენტოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით.
