იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სერვისების განვითარების გრძელვადიანი ხედვა განიხილეს

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სერვისების განვითარების გრძელვადიანი ხედვა განიხილეს

შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, დეპარტამენტებისა და სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა გიორგი დგებუაძემ, ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ გახსნეს. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ გააცნო.

სტრატეგიის პრიორიტეტი მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის მიზნით კიდევ უფრო აქტიურად ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაა, რაც მოქალაქეებისთვის საჯარო უწყებების მომსახურებას მეტად მარტივს, სწრაფსა და ხელმისაწვდომს გახდის. ამასთანავე, სტრატეგია უზრუნველყოფს სერვისების გამცემ უწყებებში მომსახურების მიწოდების ერთიანი, მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას.

სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია ფიზიკური სახელმწიფო სერვისების შემდგომი განვითარება, ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებების ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება. დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და სახელმწიფო მონაცემთა გაცვლის მექანიზმების მოდერნიზაციას.

სტრატეგიის განხორციელების  კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უხელმძღვანელებს.

დოკუმენტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შემუშავდა და  საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, მათ შორის იმ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს, რომლებიც 2026 წლის ივნისში თბილისში გამართული გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში იქნა გაზიარებული.